მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდონეზიაში 9 იანვარს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის „შავი ყუთები“ აღმოაჩინეს

ინდონეზიაში შავი ყუთები იპოვეს

ინდონეზიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 იანვარს ჩამოვარდნილი ავიალაინერის ე.წ. შავი ყუთები აღმოაჩინეს. ასევე ზღვაში ადამიანის სხეულის ფრაგმენტებია აღმოჩენილი. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

„შავი ყუთების“ ადგილმდებარეობა დადგენილია, იმედია მათ მალე ამოვიღებთ“ - განაცხადა ინდონეზიის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელმა სოერჯანტო ტიაჯონომ.

ცნობისთვის, 9 იანვარს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის აეროპორტიდან აფრენიდან 4 წუთში ავიალაინერი Boeing 737-500 რადარებიდან გაქრა. მის ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა. ლაინერი იავას ზღვაში ჩავარდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მომხდარი ავიაკატასტროფებით და მსხვერპლის რაოდენობით ინდონეზია მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ინდონეზიაში დაკარგული თვითმფრინავის ნამსხვრევები მაშველებმა ზღვაში აღმოაჩინეს

🔅 ინდონეზიაში ავიალაინერი აფრენის შემდეგ რადარებიდან გაქრა