მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდონეზიაში მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

მიწისძვრა ინდონეზიაში

ინდონეზიაში სულავესის კუნძულზე 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

მიწისძვრის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 7 და დაშავებულია დაახლოებით 637 ადამიანი.

ბიძგების კერა ზღვის დონიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

შემთხვევის შედეგად დანგრეულია სახლები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც კუნძულს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.