მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა

მიწისძვრა ინდონეზიაში

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნულ საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

6.2 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ 820-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და 27 800-ზე მეტმა დატოვა საკუთარი სახლი. ზოგი თავშესაფარს ეძებდა, თქვეს მოწმეებმა.

ინდონეზიის მეტეოროლოგიური, კლიმატოლოგიური და გეოფიზიკური სააგენტოს (BMKG) ხელმძღვანელმა დვიკორიტა კარნავატიმ თქვა, რომ რეგიონში კიდევ ერთმა მიწისძვრამ შესაძლოა გამოიწვიოს ცუნამი.

ინდონეზიაში, როგორც ცეცხლოვან სარტყელში მოქცეულ ქვეყანაში, ხშირია სტიქიური მოვლენები. 2018 წელს სულავესის კუნძულზე მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა.

✔️ცნობისთვის, ქვეყანაში გუშინ ვულკანი სემერუც ამოიფრქვა.