მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდონეზიის საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავთან კავშირი დაიკარგა

ინდონეზიური წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა

ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავთან კავშირი დაიკარგა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, სუბმარინის ბორტზე 53 ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო კავშირის დროს ის კუნძულ ბალის ჩრდილოეთით იმყოფებოდა.

წყალქვეშა ნავის KRI Nanggala-402-ის სამძებრო სამუშაოებში უკვე ჩაერთო სამაშველო გემები. სუბმარინა გერმანული წარმოებისაა. ეს ხუთიდან ერთ-ერთი წყალქვეშა ნავია, რომელიც ინდონეზიის შეიარაღებულ ძალებს გააჩნია.

ეს ინდონეზიის წყალქვეშა ნავის გაუჩინარების პირველი შემთხვევაა. ამ დროისთვის მისი ბედი უცნობია.