მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანი-თურქეთის საზღვარზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ბიძგების გაზომვა

ირანის ჩრდილო-დასავლეთით, თურქეთის საზღვართან, მაგნიტუდით 5.3 მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ირანის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

სეისმოლოგების თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, სოფელ კატურიდან 22 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ბიძგები ადგილობრივი დროით 14:33 საათზე დაფიქსირდა.