მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანის მთავრობა: ჩვენი ვაქცინა ბრიტანული შტამის მიმართ ეფექტიანია

ირანული ვაქცინის ამბავი

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი წარმოების ვაქცინა კორონავირუსის ბრიტანული შტამის მიმართ ეფექტიანია. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა ჰასან ჯალილიმ განაცხადა, ირანული ვაქცინა COVIran Barekat მოხალისეთა ჯგუფს გაუკეთეს და მათ ვაქცინაციის შემდეგ ბრიტანული შტამით ინფიცირება არ დაუდგინდათ.

ირანელი სპეციალისტები მარტისთვის ვაქცინის, COVIran Barekat-ის 2 მლნ დოზის გამოშვებას აპირებენ. მარტის შემდეგ კი ქვეყანაში ორ თვეში ვაქცინის 10 მლნ. დოზის წარმოება იგეგმება.

პანდემიის დაწყებიდან ირანში კორონავირუსის 1,411,731 შემთხვევა დაფიქსირდა. 57,889 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე:

📗 „Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა“ - პრემიერი

📗 ვიეტნამში AstraZeneca-ს ვაქცინა დაარეგისტრირეს