მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანის პრეზიდენტი ბედნიერია, რომ აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი აღარ იქნება

ირანი ბედნიერია რომ ტრამპმა თანამდებობა დატოვა

ირანი ძალიან ბედნიერია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღარ იქნება და მას თანამდებობის დატოვება მოუწია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი აქტიურად ცდილობდა მათთვის ვაქცინის შეძენაში ხელის შეშლას.

მიუხედავად იმისა, რომ ირანი არ გახლავთ აღფრთოვანებული ჯო ბაიდენის გამარჯვებით, ჰასან რუჰანის თქმით, „ძალიან ბედნიერია“, რადგან აშშ-ში დონალდ ტრამპის მმართველობა დასრულდა.

მინისტრთა კაბინეტის სატელევიზიო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს „ბოროტი“ და „აშშ-ის ყველაზე კანონდამრღვევი ადამიანი“ უწოდა.

👉 ინფორმაციისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა.

👉 არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა გაიმარჯვა. მან საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 232 ხმა მოიპოვა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 პუტინმა ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა