მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანის პრეზიდენტი: დარწმუნებული ვარ, რომ აშშ სანქციებს გაგვიუქმებს

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი

ირანის პრეზიდენტმა ჰასაჰ რუჰანიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აუცილებლად გააუქმებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ და ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ირანელი ხალხის პოზიცია ამერიკის მომავალ მთავრობას დაარწმუნებს, რომ ბირთვული შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები შეასრულოს და ჩვენს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს“ - განაცხადა რუჰანიმ.

ცნობისთვის, 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანსა და მსოფლიოს 6 ქვეყანას შორის, 3 წლით ადრე გაფორმებული „ბირთვული შეთანხმებიდან’ გადის და თეირანის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატის ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ ირანის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აშშ ამ შეთანხმებას ისევ დაუბრუნდება.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ირანის პრეზიდენტი ბედნიერია, რომ აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი აღარ იქნება

🔅 არჩევნებამდე ტრამპი ირანის მთავარ ბირთვულ ობიექტზე თავდასხმას განიხილავდა