მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანმა ტრამპს და პომპეოს სანქციები დაუწესა

ირანმა ტრამპს სანქციები დაუწესა

ირანმა დონალდ ტრამპის, მაიკ პომპეოს და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. თეირანი მათ ტერორიზმის მხარდაჭერას, ასევე გენერალ სულეიმანის და ფიზიკოს ფაჰრიზადეს მკვლელობაში თანამონაწილეობას აბრალებს. ამის შესახებ Irib News იუწყება. 

ტრამპის და პომპეოს გარდა, სიაში ასევე ფინანსთა მინისტრი სტივ მნუჩინი, პენტაგონის ყოფილი უფროსი მარკ ესპერი, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კრისტოფერ მილერი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯინა ჰასპელი შედიან.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ირანის ხელისუფლება აშშ-ს და ისრაელს ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში და ირანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობაში ადანაშაულებს. ეს გადაწყვეტილება იმითაც აიხსნება, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციები დააწესა, რითიც გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წესდება დაარღვია.

ასევე წაიკითხეთ:

🔅 ირანი ახალ ბირთვულ ობიექტს აშენებს

🔅 ირანის პრეზიდენტი: დარწმუნებული ვარ, რომ აშშ სანქციებს გაგვიუქმებს