მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანში ამერიკელ ბიზნესმენს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ირანში დააპატიმრეს ამერიკელი ბიზნესმენი

ამერიკელ ბიზნესმენს ემად შარგის ირანში ჯაშუშობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ nbcnews.com იუწყება. 

56 წლის შარგის ირან-ამერიკის მოქალაქეობა აქვს. ოჯახის ინფორმაციით, ის რამდენიმე კვირის წინ თეირანის სასამართლოში დაიბარეს, სადაც ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს და ყოველგვარი სხდომის და განხილვის გარეშე 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ემად შარგი ირანული წარმოშობის აშშ-ის მეოთხე მოქალაქეა, ვინც ირანში დააპატიმრეს. შარგი ირანში დაიბადა, ხოლო განათლება შეერთებულ შტატებში მიიღო. 2016 წელს ის მეუღლესთან ერთად ირანში დაბრუნდა. ის უკვე ერთხელ დააკავეს, 2018 წელს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ირანის მხრიდან გადადგმული ამ ნაბიჯის შემდეგ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ძალისხმევა, რომელიც თეირანთან ურთიერთობების გამოსწორებას და სანქციების შერბილებას აპირებს, შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს.

იხილეთ აგრეთვე:

ირანის პრეზიდენტი: დარწმუნებული ვარ, რომ აშშ სანქციებს გაგვიუქმებს

ირანის პრეზიდენტი ბედნიერია, რომ აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი აღარ იქნება