მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 150 ათასს აჭარბებს

ირანის დროშა

ირანში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 150 ათასს აღემატება.

worldometers-ის მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ირანში კოვიდინფიცირების 2516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დროის ამ მონაკვეთში ინფექციას 63 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7797-მდე გაიზარდა. რაც შეეხება კოვიდვირუსისგან განკურნებულებს, მათი რიცხვი 118 848-ს შეადგენს.

ცნობისთვის, კოვიდ-19-ით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.