მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ერაყში სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ

ერაყში სამხედროებმა ტერორისტები თავდასხმა მოიგერიეს

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ერაყის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ. შეტევა სალაჰ-ედ-დინის პროვინციაში განხორციელდა. ამის შესახებ გამოცემა Baghdad Today News იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ერაყელმა სამხედროებმა შეტევის მოგერიება შეძლეს. დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ISIS-ის წარმომადგენლები ახალ შეტევებს ამზადებენ.

რამდენიმე დღის წინ ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ამ რაიონში კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.