მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში ნავთობის საბადო ააფეთქა

ერაყში თავდასხმა ნავთობის საბადოზე

ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“  ნავთობის საბადო დაბომბეს. „ჰაბაზის“ საბადოზე ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას inhuanet.com ავრცელებს. 

საბადო კირკუკის პროვინციაში მდებარეობს. აფეთქებები ნავთობის ჭაბურღილების სიახლოვეს მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ამჟამად თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

ნავთობის საბადო „ჰაბაზი“ ერაყის სახელმწიფო კომპანიას, North Oil Company-ს ეკუთვნის.