მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელი ქვეყანაში შესულ ყველა ადამიანს კარანტინში მოათავსებს

ისრაელის დროშა

ისრაელმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო ზომების მიღების გადაწყვეტილება მიიღო.

"ქვეყანაში შესული ყველა ადამიანი 14-დღიან კარანტინს გაივლის",- ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება რთული, მაგრამ აუცილებელი იყო.

შეზღუდვა ეხება საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ ყველა ებრაელსაც. ისინი ვალდებულნი არიან ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დაფიქსირებული.