მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელი „ლოქდაუნის“ შედეგად კვირაში 1.3 მილიარდ დოლარს დაკარგავს

ისრაელის ეკონომიკა კვირაში 1.3 მილიარდ დოლარს დაკარგავს

იერუსალიმის მთავრობისა და ცენტრალური ბანკის შეფასებით, ისრაელს „ლოქდაუნი“ კვირაში 4,0 მილიარდი შეკელი (1,3 მილიარდი დოლარი) დაუჯდება. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ახალი შეზღუდვები, 27 დეკემბერს შევიდა ძალაში და გაგრძელდება 14 დღის განმავლობაში.

პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ვაქცინაციასთან ერთად ეს არის ისრაელის საბოლოო ნაბიჯი, რათა შეჩერდეს COVID-19 შემთხვევების მკვეთრი ზრდა, იმედოვნებს, რომ ქვეყანა კრიზისიდან რამდენიმე კვირაში გამოვა.

დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ისრაელის ვაქცინაციის კამპანიამ ქვეყნის მოსახლეობის 15%-ს მიაღწია.

ეს არის ღირებულება, რაც ქვეყანას ჩაკეტვა უჯდება. მასში არ შედის სხვა ხარჯები - მაგალითად, ბიზნესის გაკოტრებისა და უმუშევრობის პრობლემები ”, - განაცხადეს ისრაელის ეროვნულ ბანკში.

ისრაელში იკრძალება:

✔️ საცხოვრებელი ადგილიდან ერთ კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება. დახურულ სივრცეში ხუთ, ხოლო ღია სივრცეში ათზე მეტი ადამიანის შეკრება.

✔️ ფუნქციონირებას შეწყვეტენ: სკოლები და საბავშვო ბაღები.

✔️ შეიზღუდება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა (50%) და ქალაქებს შორის გადაადგილება.

შეზღუდვები, ასევე, შეეხო ისრაელის საზღვრის კვეთის რეგულაციას და აეროპორტის მუშაობას:

✔️ ფრენები დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში. რეისი განხორციელდება მათთვის, ვინც ბილეთი შეიძინა კარანტინის დაწყებამდე (8 იანვარი).

იხილეთ აგრეთვე:

💠საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს