მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება სერბეთთან ურთიერთობებს დაძაბავს

სერბეთი-კოსოვო

ისრაელის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება სერბეთთან ურთიერთობებს დაძაბავს, რამაც შესაძლოა სერბეთს თავისი საელჩოს იერუსალიმში გადატანა გადააფიქრებინოს, - ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

„სერბეთი არ გადაიტანს თავის საელჩოს იერუსალიმში, თუ ისრაელი კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებს. გარდა ამისა, ისრაელის ეს ნაბიჯი ზიანს მიაყენებს ისრაელსა და სერბეთს შორის სხვაგვარად ურთიერთობას, რომლებიც შემდეგში ძველ ნიშნულს ვეღარ დაუბრუნდება“, - განაცხადა წყარომ.

აღსანიშნავია რომ, კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, მაგრამ ბელგრადს იგი ავტონომიურ ზონად მიაჩნია. ისრაელმა არ აღიარა კოსოვო ათი წლის განმავლობაში, სერბეთთან მტკიცე კავშირების დაზიანების და პალესტინის სახელმწიფოს აღიარების პრეცედენტის გამო.

„ჩვენ ვხედავთ სერბეთისა და კოსოვოს გადაწყვეტილებას იერუსალიმში საელჩოების გახსნის შესახებ, როგორც სიმბოლური ნაბიჯი ამ ქვეყნებს შორის მშვიდობის დამყარებისკენ, იერუსალიმი, ისრაელის მარადიული დედაქალაქი, იქნება ხიდი მშვიდობისკენ მთელი მსოფლიოსთვის. მე მოვუწოდებ სხვა ქვეყნებს, აჰყვნენ მათ გზას და თავიანთი საელჩოები გადავიდნენ იერუსალიმში, ისრაელის დედაქალაქში“, - აღნიშნა მინისტრის სპიკერმა ლიორ ჰაიატმა.

ევროკავშირის სპიკერმა შეთანხმებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ნებისმიერი დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის საერთო პოზიციას იერუსალიმის შესახებ, სერიოზული შეშფოთებისა და სინანულის საგანს წარმოადგენს.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა სერბეთსა და კოსოვოს იერუსალიმში საელჩოს გახსნისგან თავის შეკავება ურჩია.