მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავები

ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

შეტევა პალესტინელთა ანკლავის მხრიდან სარაკეტო შეტევების საპასუხოდ განხორციელდა. ისრაელის ოფიციალური წყაროს ცნობით, მათ მოძრაობა „ჰამასის“ ტერორისტული ობიექტები დაბომბეს. საერთო ჯამში შეტევა 3 მიზანზე განხორციელდა.

ერთი კვირის განმავლობაში მსგავსი ინციდენტი მეორედ მოხდა. ხუთშაბათს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთ ნაწილზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ამის შემდეგ სამხედრო-საჰაერო ძალებმა „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში მიიტანეს.

ცნობისთვის, ისრაელმა 2007 წელს ღაზას სექტორს ბლოკადა დაუწესა, მას შემდეგ, რაც იქ ძალაუფლება „ჰამასმა“ აიღო ხელში. ისრაელს და ღაზას შორის ზავი მოქმედებს, რომელსაც მხარეები დროდადრო არღვევენ.