მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელში ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება - დააკავეს აქტივისტები

აქციები ისრაელში

ისრაელში პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპონენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია იმართება.

უცხოური მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე სამი პირი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქტივისტებმა ნეთანიაჰუს რეზიდენციის შესასვლელის ჩაკეტვა სცადეს, მათ პრემიერ-მინისტრის პლაკატებს ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნეთანიაჰუ ეჭვმიტანილია კორუფციულ გარიგებებში. ისინი ასევე აცხადებენ, რომ პრემიერი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას ვერ მართავს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით აქციები რამდენიმე თვეა გრძელდება.