მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

აქცია ისრაელში

საყოველთაო კარანტინის მიუხედავად ისრაელის პრემიერ-მისნისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გამართულ აქციზე ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

არსებული ინფორმაციით სხვადასხვა ქალაქში დემონსტრაციების მიმდინარეობაში 100 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

ყველაზე ხალხმრავალი მანიფესტაცია თელ-ავივში იყო, სადაც საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად კი ათობით ადამიანია დაკავებული.

სამართალდამცველებმა ასობით მომიტინგე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

დემონსტრანტები პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დემონსტრაციების გამართვას მათი საცხოვრებელი სახლებიდან 1 კილომეტრის დაშორებით უკრძალავს.

მომიტინგეები ამ ინიციატივას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ.