მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში AstraZeneca-ს ვაქცინა 3 ევროზე ნაკლები ეღირება

კარანიტინი იტალიაში

იტალიელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის შეძენა 3 ევროზე ნაკლებად შეეძლებათ. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა ლორენცო ვიტუმმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ვაქცინა ძალაში 6 თვის განმავლობაში იქნება.

„მისი შენახვა შესაძლებელია სახლში მაცივარში, ორიდან პლუს რვა გრადუსამდე ტემპერატურაზე. ღირებულება სამ ევროზე ნაკლები იქნება", - აღნიშნა ვიტუმმა.

ვიტუმმა განმარტა, რომ ვაქცინის მარაგი უკვე ინახება რომის მახლობლად. მას შემდეგ, რაც დამტკიცდება პრეპარატის გამოყენება, ეს მარაგი შეიძლება სწრაფად მომზადდეს განაწილებისთვის.

ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca- ს ვაქცინამ COVID 19- ის წინააღმდეგ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

ინფორმაციისთვის, იტალიაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 455 022-ს შეადგენს, გარდაცვლილია 51 306 პაციენტი, ხოლო 605 330 გამოჯანმრთელდა.