მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში ბანკის მძარცველებმა მძევლები აიყვანეს

ბანკის ძარცვა იტალიაში

იტალიის ქალაქ მილანში Credit Agricole-ს ბანკში მძარცველები შეიჭრნენ და იქ მძევლები აიყვანეს. ბანკში იმ დროს სამი თანამშრომელი იმყოფებოდა. ამის შესახებ გამოცემა La Stampa იუწყება.

ბანკის პერსონალმა პოლიციის გამოძახება მოასწრო. სამართალდამცველებმა ბანკს ალყა შემოარტყეს, მაგრამ მძარცველებმა კანალიზაციის მილით გაქცევა მოახერხეს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ყველაფერი რამდენიმე წუთში დასრულდა.

ბანკი არ ავრცელებს ინფორმაციას, შეძლეს თუ არა მძარცველებმა ფულის წაღება.