მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში კარანტინის რეჟიმი გახანგრძლივდა

იტალიის ქუჩა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყანაში, კორონავირუსის გამო, დაწესებული საყოველთაო კარანტინის 13 აპრილამდე გახანგრძლივების შესახებ.

მისი განცხადებით, კარანტინი შესაძლოა მომავალშიც გახანგრძლივდეს, თუ ამის საჭიროება იქნება.

"თუ ახლა შეზღუდვებს შევარბილებთ, აქამდე გატარებული ყველა ღონისძიება მტვრად იქცევა",-აღნიშნა ჯუზეპე კონტემ.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულია 110 000-ზე მეტი, ხოლო დაღუპულია 13 000-ზე მეტი ადამიანი. ქვეყანაში კარანტინის დასრულება 4 აპრილს იგეგმებოდა.