მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა

იტალიაში კარანტინი, 2020

იტალიაში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფექცია 992 ადამიანს დაუდგინდა.

ასევე ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19-ს 262 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო მაჩვენებელი 115 288-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, 14 მაისის მონაცემებით, იტალიაში კოვიდინფიცირებულია 223 096 ადამიანი, სულ გარდაცვლილია 31 368. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექციის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინფექცია გადამდებია. მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 მილიონს აღემატება. Covid-19-მა 210 ქვეყანა მოიცვა.