მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში კოვიდინფიცირების 21 991 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

პირბადიანი მოქალაქეები

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის 21 991 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას worldometers ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში 221 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, იტალიაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მთავრობა შეზღუდვებს აწესებს, რის გამოც საზოგადოება პროტესტის ნიშნად აქციებს მართავს.

არსებული ცნობით, HuffPost–ის თანახმად, დახურვის წინაშე 80 000 პიცერია დგას, ასობით ათასი ადამიანი კი პოტენციურად არ მუშაობს. მთავრობამ კი განაცხადა, რომ სამშაბათს წარადგენს ღონისძიებათა პაკეტს ახალი შეზღუდვების შედეგად დაზარალებული ბიზნესის მხარდასაჭერად.

ინფორმაციისთვის, Covid 19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.