მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ჯუზეპე კონტე კადადგა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება. ინფორმაციას quirinale.it ავრცელებს.

კონტეს მთავრობამ სენატში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კაბინეტი ყოფილი პრემიერის, მატიო რეცის პარტიის წარმომადგენლებმა დატოვეს, რადგანაც კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის მიერ არჩეულ სტრატეგიას არ ეთანხმებოდნენ.

ანალიტიკოსების თქმით, კონტეს გადადგომა მოსალოდნელი იყო.

ახლა კონტე კოალიციური მთავრობის ფორმირებას გეგმავს. მას კვლავ მხარს უჭერენ კოალიციაში შემავალი პარტიები, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ და მემარცხენე-ცენტრისტული "დემოკრატიული პარტია".

თუ პრეზიდენტის მონაწილეობით პარტიის ლიდერებთან გამართული კონსულტაციების შედეგად ახალი მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

კონტე იტალიაში საკმაოდ პოპულარული პოლიტიკოსია, ის უპარტიოა და პირდაპირ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული არ არის.

იტალიის კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ორივე პალატა ფაქტობრივად თანასწორუფლებიანია. სენატის თანხმობის გარეშე მთავრობა პრაქტიკულად ვერც ერთ კანონპროექტს ვერ დაამტკიცებს.

იხილეთ აგრეთვე:

👌 ავღანეთში იტალიის საელჩოს ავტომობილი ააფეთქეს

👌 ნიდერლანდებში პოლიციას და მომიტინგეებს შორის მეორე დღეა შეტაკებები მიმდინარეობს (ვიდეო)