მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: ახლა ყველაზე დიდი საფრთხე თვითკმაყოფილებაა

ვიდეოჩართვა კორონავირუსზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რასიზმის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს მოუწოდებს, პირბადეები ატარონ. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს „თვითკმაყოფილება“ წარმოადგენს.

„ევროპაში სიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, გლობალური მასშტაბით ვითარება გაუარესდა. ბოლო ცხრა დღის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 100 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათი სამი მეოთხედი სულ 10 ქვეყანაში, რომლებიც ამერიკისა და სამხრეთ აზიის რეგიონში მდებარეობს“, – აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნებში ვითარება პოზიტიურია.

„ამ ქვეყნებში ყველაზე დიდი საფრთხე ახლა თვითკმაყოფილებაა. კვლევები აჩვენებს, რომ გლობალურად მოქალაქეები კვლავ მოწყვლადები არიან ვირუსის მიმართ. ჩვენ მოგიწოდებთ, განაგრძოთ ინფიცირებულთა გამოვლენა, რათა ვირუსი არ დაბრუნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში მასობრივ შეკრებებზე მოქმედი შეზღუდვები იხსნება“, – განაცხადა გებრეისუსმა.