მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო ჩინეთთან გარიგებას უარყოფს

პრეზიდენტისა და დირექტორის შეხვედრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა უარყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ბრალდება ჩინეთთან თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

შესაბამისი განცხადება ჯანმო-ს ხელმძღვანელმა 23 ივლისს ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ პომპეოს ბრალდება მიუღებელი და უსაფუძვლოა.

ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ორგანიზაციის ერთადერთი მიზანი სიცოცხლის გადარჩენაა, ამიტომ ჯანმო ამ ბრალდებას არ მიიღებს.

ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გებრეისუსი, სავარაუდოდ, ჩინეთთანაა გარიგებული.