მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯავად ზარიფი: ისრაელის, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება ბირთვული ფიზიკოსის მკვლელობით დასრულდა

ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება ბირთვული ფიზიკოსის მკვლელობით დასრულდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სასწრაფო ვიზიტი რეგიონში, სამმხრივი შეხვედრა საუდის არაბეთში და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებები, სამწუხაროდ კულმინაციით დასრულდა . - ამის  შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა  მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა. 

მისი თქმით, ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება ბირთვული ფიზიკოსის მკვლელობით დასრულდა.

„ტერორისტული აქტის პარალელურად, დაიწყო კონტრდაზვერვითი კამპანია და ფსიქოლოგიური ომი, რომელსაც დემონური ღერძი ხელმძღვანელობს, მათ სურთ გამოიყენონ დონალდ ტრამპის ბოლო დღეები“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანის მახლობლად ტერაქტის შედეგად ცნობილი ფიზიკოსი მოჰსენ ფაჰრიზადე მოკლეს. ფაჰრიზადე იმამ ჰუსეინის სახელობის უნივერსიტეტში ატომური ფიზიკის პროფესორი იყო.

⚫ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა მომხდარს „სახელმწიფო ტერორიზმის აქტი“ უწოდა.

⚫ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამენეის მრჩეველმა კი ტერაქტში პირდაპირ ისრაელი დაადანაშაულა.

⚫ ირანის პრეზიდენტმა ჰასაჰ რუჰანიმ ბირთვული ფიზიკის ცნობილი სპეციალისტის მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობაში პირდაპირ ისრაელი დაადანაშაულა.