მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯილ ბაიდენი - აშშ-ის პირველი ლედი

ჯილ ბაიდენი - პირველი ლედი

ჯოზეფ ბაიდენის მეუღლე, ჯილ ბაიდენი, 2021 წლის 20 იანვარს ოფიციალურად გახდა შეერთებული შტატების პირველი ლედი. ამის შესახებ whitehouse.gov იუწყება. 

ჯილ ბაიდენი ამჟამად იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია, ის კოლეჯის ლექტორი და რამდენიმე ბესთსელერიდს ავტორია, 2009 – 2017 წლებში ჯილ ბაიდენი აშ-ის მეორე ლედი იყო, როდესაც ჯოზეფ ბაიდენი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

ჯილ ბაიდენი 1951 წელს ნიუ-ჯერსის შტატში დაიბადა. 1975 წელს მან ინგლისური ენის ბაკალავრის ხარისხით დელავერის უნივერსიტეტი დაამთავრა.

იმავე წელს ჯილმა მაშინ სენატორი ჯო ბაიდენი გაიცნო. 1977 წელს მათ იქორწინეს. მათ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ეყოლათ.

2007 წელს ჯილ ბაიდენმა პეგაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ოჯახი საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდა. ამის შემდეგ ჯილ ბაიდენი ჩრდილოეთ ვირჯინიის საზოგადოებრივ კოლეჯში ასწავლიდა.

მეორე ლედის სტატუსში ჯილ ბაიდენი საზოგადოებრივი კოლეჯების, სამხედროების ოჯახების და მსოფლიოში ქალთა უფლებების დაცვის და მათთვის კარგი განათლების მიცემის ინიციატივით გამოდიოდა.

ამ სტატუსში ის მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას ეწვია, მოინახულა სამხედრო ბაზები, საავადმყოფოები და ლტოლვილების ბანაკები.

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ ჯილ ბაიდენმა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი დააარსა. 2019 წელს მისი ბესთსელერები გამოქვეყნდა - „საიდან შემოდის სინათლე: ოჯახის შექმნა, საკუთარი თავის ამოხსნა“. 2020 წელს კი მან საბავშვო მოთხრობების კრებული გამოაქვეყნა.

აშშ-ის პირველი ლედის სტატუსში ჯილ ბაიდენი განათლების სფეროში მუშაობას გააგრძელებს, ასევე ყურადღებას დაუთმობს სამხედროების ოჯახებს და კიბოსთან ბრძოლის საკითხებს.

ცნობისთვის, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში „პირველი ლედი“ ოფიციალური თანამდებობა არ არის, თუმცა მას საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ევალება. თავდაპირველად, ტერმინი First Lady ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ცოლის მიმართ გამოიყენებოდა, მაგრამ მოგვიანებით სხვა ენებშიც გავრცელდა და ახლა გამოიყენება ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურის მეუღლის მიმართ, თუ ქვეყნის მეთაური არ არის მონარქი. საპარლამენტო რესპუბლიკებსა და კონსტიტუციურ მონარქიებში, ამ ტერმინით მიმართავენ სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის მეუღლეს.

ქვეყნის პირველი ქალბატონები დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებენ სხვა ქვეყნის მეთაურების ცოლებთან და ოჯახის წევრებთან. ოფიციალური შეხვედრების დროს ხშირად მართავენ ე.წ „ქალურ პროგრამებს“. ზოგიერთი პირველი ლედი აქტიურად ერევა ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებში, ყველაზე ცნობილი მაგალითებია ელეონორა რუზველტი და ევა პერონი. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის მეუღლემ, ჰილარი კლინტონმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა პრეზიდენტობაზე. 2016 წელს ის იყო აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი. არგენტინის ორმა პირველმა ლედიმ — ისაბელ მარტინეს დე პერონმა და კრისტინა ფერნანადეს დე კრიშნერმა საკუთარი მეუღლეები შეცვალეს (ხუან პერონი და ნესტორ კრიშნერი). აღსანიშნავია, რომ ისაბელ პერონი გახდა პირველი ქალი პრეზიდენტი მსოფლიოში.

ბოლო დროს ქალი პრეზიდენტების მეუღლეებისადმი გამოიყენებენ ტერმინს „ქვეყნის პირველი ჯენტლმენი“.

იხილეთ აგრეთვე:

🎊 უდიდესი დემოკრატიის, თავისუფლების ქვაკუთხედის ლიდერობის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია“ - პრეზიდენტი ბაიდენსა და ჰარისს

🎊 ბაიდენმა აშშ WHO-ში და „პარიზის კლიმატის შეთანხმებაში“ დააბრუნა