ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ფიცის დადების შემდეგ მოსახლეობას მიმართა.
„ეს არის ამერიკის დღე. ეს არის დემოკრატიის დღე. ისტორიისა და იმედის დღე. საუკუნეების მანძილზე ამერიკა გამოიცადა და ის ძლიერი ქვეყანა გამოვიდა. დღეს ჩვენ ვზეიმობთ არა კანდიდატის გამარჯვებას, არამედ დემოკრატიას.
ახლა, ამ წმინდა ადგილზე, სადაც რამდენიმე დღის წინ ძალადობა ცდილობდა კაპიტოლიუმის შერყევას, ჩვენ ერთად უნდა შეგვეძლოს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ჩვენ უნდა პატივი ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას და დავიცვათ ჩვენი ერი.
ამერიკა ითხოვს გაცილებით უფრო მეტს ვიდრე სიტყვებია. ამერიკის გასაერთიანებლად, ყველას ვთხოვ რომ შემომიერთდეს ამ საქმეში. ჩვენი ისტორია არის მუდმივი ბრძოლა. დღეს ამ დროს, ამ ადგილას დავიწყოთ ერთად თავიდან. ყველა შეუთანხმებლობა არ უნდა იყოს ომის მიზეზი.
ჩვენ მსოფლიო გვიყურებს, ჩემი გზავნილია, რომ მალე უფრო ძლიერები ვიქნებით. ძლიერი და სანდო პარტნიორი ვიქნებით მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის.
აქ 108 წლის წინ ათასობით მომიტინგე ცდილობდა ქალებს ხმის მიცემის უფლება მოეპოვებინა. ახლა კი ჩვენ აღვნიშნავთ პირველი ქალის ფიცს ამერიკის ისტორიაში, რომელიც არჩეულ იქნა ვიცე-პრეზიდენტად. ნუ მეტყვით, რომ ყველაფერი ვერ შეიცვლება.“
“ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება, რომ შევინარჩუნო, გავუფრთხილდე და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია” - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
ფიცის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ - მოსამართლე ჯონ რობერთსმა დაადებინა. ბაიდენმა ხელი უკვე მესამედ ბაიდენების ოჯახის საგვარეულო ბიბლიას დაადო, რომელსაც მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი იჭერდა.
იხილეთ აგრეთვე:
📍ოფიციალურად! ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტია
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ბევრ საკითხზე, მათ შორის, ოთხ ძირითად თემაზე იმსჯელა.
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ რეგიონში რეგულაციების აღსრულების პროცესს აქტიურად დააკვირდებიან, რათა ინფექციის ზრდის საფრთხე არ შეიქმნას.
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 25 თებერვალს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ამავე ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგი გამართა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ამავე სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის მუშაობის ანგარიში განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.