მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯო ბაიდენი გაეროში აშშ-ის ელჩად ლინდა თომას-გრინფილდს წარადგენს

ჯო ბაიდენი გაეროში აშშ-ს ელჩად ლინდა ტომას-გრინფილდს წარადგენს

ჯო ბაიდენი გაეროში აშშ-ის ელჩად  ლინდა თომას-გრინფილდს წარადგენს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, ლინდა თომას-გრინფილდი კი ობამას მმართველობის პერიოდში 2013 წლიდან 2017 წლამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მსახურობდა.

ის ხელმძღვანელობდა აშშ-ის პოლიტიკას საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის მიმართ ისეთი საშინელი მოვლენების დროს, როგორიცაა დასავლეთ აფრიკაში ებოლას მასიური აფეთქება.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტში თანამდებობის დატოვების შემდეგ ლინდა ტომას-გრინფილდი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაითის კომპანიაში მუშაობდა.

ცნობისთვის აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების 3 ნოემბერს გაიმართა, წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ტრამპმა ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად არ აღიარა, თუმცა ირიბად დაადასტურა, რომ არჩევნებში მისმა ოპონენტმა მოიგო.