მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯო ბაიდენი ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

ბაიდენი ტრამპს უნდობლობას უცხადებს

ჯო ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპის სურვილი, გარდაცვლილი მოსამართლის, რუთ ბეიდერ გინსბურგის, არჩევნებამდე შეცვლის გადაწყვეტილება ტრამპის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა განაცხადა, რომ ტრამპის ეს ნაბიჯი მისი ძალაუფლების გამყარებას ემსახურება და რესპუბლიკელ სენატორებს მოუწოდა, კანდიდატურის მხარდაჭერის პროცედურა გადადონ.

„მოვუწოდებ რესპუბლიკელ სენატორებს - გთხოვთ, თქვენი სინდისის მიხედვით იმოქმედეთ, მიეცით ადამიანებს ხმის ამოღების უფლება, ჩაახშეთ ალი, რომელშიც ჩვენი ქვეყანაა გახვეული. არ დაუჭიროთ მხარი არც ერთ ნომინანტს იმ ვითარებაში, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა და სენატორმა მაკკონელმა შექმნეს“, - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა ბაიდენმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. აშშ-ის უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლეა. 20 სექტემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გინსბურგის შემცვლელის კანდიდატურას უახლოეს მომავალში წარადგენს.