მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯონათან ჯანოგლი: რუსეთი სამხედრო და კიბერაგრესიას განაგრძობს, რასაც ადგილობრივთა უმწეობა და განგრძობადი საერთაშორისო დესტაბილიზაცია მოაქვს შედეგად

ჯონათან ჯანოგლი - დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯონათან ჯანოგლი აგვისტოს ომის 12 წლისთავს Twitter-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონო ოკუპაციის 12 წლისთავი აღინიშნება დღეს. რუსეთი სამხედრო და კიბერაგრესიას განაგრძობს, რასაც ადგილობრივთა უმწეობა და განგრძობადი საერთაშორისო დესტაბილიზაცია მოაქვს შედეგად“ - წერს ჯონათან ჯანოგლი.

2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოზე ღია სამხედრო აგრესია განახორციელა და ცხინვალის რეგიონი დაიპყრო. რუსეთ-საქართველოს ომი 5 დღე გაგრძელდა. მალევე, ოფიციალურმა კრემლმა ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.