მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ კორნავირუსის ბრიტანული შტამი უფრო საშიშია

ჯონსონი ახალ შტამზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი სხვებთან შედარებით უფრო საშიშია. ამასთანავე ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინა ამ შტამის მიმართ ეფექტურია. ამის შესახებ washingtonpost.com იუწყება. 

მანამდე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე ვირუსის აქამდე არსებული ტიპი. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა სამეცნიერო საკითხებში პატრიკ ველენსმა განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი 30%-ით უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ვირუსის სხვა ვარიანტები

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ვირუსის ახალი შტამის კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ საბოლოო დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

ასევე იხილეთ:

🔱 როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

🔱 ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა