მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯონსონის ინფორმაციით, ბრიტანეთში სკოლების გახსნა 8 მარტამდე გადაიდო

ჯონსონი სკოლებზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, სკოლები ბრიტანეთში 8 მარტამდე ვერ გაიხსნება. ამის შესახებ  mirror.co.uk იუწყება. 

მისი თქმით, თავდაპირველად მთავრობა სკოლების გახსნას 22 თებერვლიდან აპირებდა, მაგრამ ამ ვადამ გადაიწია.

გამოცემის ინფორმაციით, ჯონსონმა ეს გადაწყვეტილება ბავშვთა უფლებების დაცვის და მისი პარტიის წევრთა ზეწოლის შედეგად მიიღო. ისინი სკოლების გახსნის გადადებას მოითხოვდნენ.

ამასთანავე ბრიტანეთის პარლამენტში სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები ნორმალური სასწავლო პროცესის განახლების აუცილებლობის შესახებ, ვინაიდან დისტანციური სწავლება სათანადო შედეგს არ იძლევა. ზოგიერთი დეპუტატი კორონავირუსის შეზღუდვების შედეგად დაზარალებულ სკოლის მოსწავლეებს „დაკარგულ თაობას“ უწოდებენ.

სტატისტიკის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში, რომელშიც დიდი ბრიტანეთიც შედის, პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 3,689,746 შემთხვევა დაფიქსირდა. 100,162 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე:

✖️ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 1 325 ადამიანი გარდაიცვალა

✖️ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა