მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქაბულში, სკოლასთან მომხდარი აფეთქებებისას დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა

ატეთქება ქაბულში

ქაბულში სკოლის მიმდებარედ აფეთქებების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მოსწავლეები შენობას ტოვებდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამჟამად ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს ახლობლები სამგლოვიარო წესს უგებენ.

არსებული ინფორმაციით, სამი ასაფეთქებელი მოწყობილობიდან ერთ-ერთი ავტომობილში იყო დამონტაჟებული. დაღუპულთა უმეტესობას გოგონები შეადგენენ.

„დავინახე ქალი, რომელიც ცხედრებს შორის დადიოდა და საკუთარ ქალიშვილს ეძებდა. მან შვილის სისხლიანი ჩანთა იპოვა და გონებადაკარგული მიწაზე დაეცა“ - იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მთავრობა მომხდარს „თალიბანს“ უკავშირებს, თუმცა აღნიშნული დაჯგუფება თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.