მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კადიროვი: ნავალნი ყურანს პოლიტიკურ მიზნებში გამოიყენებს

კადიროვი ნავალნიზე

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი მოუწოდებს ქალაქ ვლადიმერის კოლონიის ადმინისტრაციას, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის ყურანი არ მისცენ. კადიროვის აზრით, ნავალნი წმინდა წერილს საკუთარ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს და ყურანის ციტატებით პროვოკაციებს მოაწყობს. კადიროვის თქმით, ამას ევროპაში აქტიურად აკეთებენ. ინფორმაციას „ეხო კავკაზა" იუწყება.

„ნავალნი კონფესიებს შორის შუღლის გაღვივებას შეეცდება. მოვუწოდებ კოლონიის თანამშრომლებს, რომ მას ყურანი არ მისცენ. ყურანი ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადაეცეს, თუ მან ისლამი მიიღო“ - დაწერა კადიროვმა „ინსტაგრამში“.

მანამდე ალექსეი ნავალნიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას არც ერთ წიგნს არ აძლევენ, რომელიც კოლონიაში მიიტანა. ციხის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას ლიტერატურის ექსტრემიზმზე შემოწმების აუცილებლობით ხსნის. ამის გამო ნავალნიმ ვლადიმერის კოლონიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.