მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კამერუნელი ჯარისკაცები ქალებისა და ბავშვების მკვლელობის გამო დააპატიმრეს

კამერუნელი ჯარისკაცები დააკავეს

კამერუნის 4 ჯარისკაცს 2015 წელს ორი ქალისა და ორი ბავშვის მკვლელობაში მონაწილეობისთვის 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC წერს.

კამერუნის ოთხ ჯარისკაცს 10 წელი მიუსაჯეს 10 წლის განმავლობაში 2015 წელს ორი ქალისა და ორი ბავშვის მკვლელობაში მონაწილეობისთვის.

მკვლელობები აღმეჭდილია 2018 წელს გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ნაჩვენებია, მსხვეპრლის ტანსაცმლის ნაწილი და დახვრეტა.

მთავრობამ თავიდან ვიდეოს ავთენტურობა უარყო, შემდეგ კი 7 ჯარისკაცი დააპატიმრა. შემთხვევა კამერუნის ჩრდილოეთით მდებარე სოფელში მოხდა.

როგორც უცხოური მედია წერს, ვიდეოში ჩანს რომ ჯარისკაცები ქალებს ისლამისტურ დაჯგუფებასთან „ბოკო ჰამაში“ კავშირში ადანაშაულებდნენ.

მსხვერპლს, რომელთა შორის იყო ქალი, რომელსაც ზურგზე ბავშვი ჰყავდა მიკრული, მტვრიან ქუჩაზე, თვალებახვეული გაუშვეს და შემდეგ 22-ჯერ ესროლეს.

დაკავებული 7 ჯარისკაციდან სასამართლომ ორი გაამართლა. 4 ჯარისკაცს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მეხუთე ჯარისკაცს კი, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ინციდენტის ამსახველი კადრების გადაღებისთვის.