მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კანადაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

კანადაში კორონავირუსის მეორე ტალღა იწყება

კანადა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღაში შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ-ტრუდომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მეორე ტალღის პირას იყვენენ და მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვირუსის ახალი შემთხვევის ზრდა გარადუვალი იქნება.

„ჩვენ ვარდნის პირას ვართ, რაც შესაძლოა, გაზაფხულის მდგომარეობაზე გაცილებით უარესი აღმოჩნდეს, ქვეყანა „გზაჯვარედინზეა“, რადგან მეორე ტალღა ოთხ დიდ პროვინციაში გამოჩნდა “,- აღნიშნა ჯასტინ ტრუდომ.

კანადაში ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი გაიზარდა. ქვეყანაში ყოველდღიურად საშუალოდ 1123 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

„ჩვენ გვაქვს ძალა ვაკონტროლოთ მეორე ტალღა, მე ვიცი, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, რადგან ერთხელ ეს უკვე გავაკეთეთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე კანადაში ვირუსის 149 939 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 9 294 ადამიანი.