მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარაბაღის მიმდებარე რაიონში ნაღმის აფეთქების შედეგად ადგილობრივი მკვიდრი მძიმედ დაიჭრა

ნაღმზე აფეთქდა ჯერბაილში

მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ჯებრაილის რაიონში ნაღმზე აფეთქების შედეგად ადგილობრივი მკვიდრი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

ინციდენტი ჯებრაილის რაიონის სოფელ მიხდილიში მოხდა. ეს რაიონი 2020 წლის შემოდგომაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანის ფორმირებებმა დაიკავეს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მთიანი ყარაბაღის და მიმდებარე რაიონების სრულ განაღმვას შეიძლება 15 წელი დასჭირდეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ყარაბაღის მიმდებარე რაიონში ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის მოქალაქე დაიღუპა

🔅 ფაშინიანი: სომხეთში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას