მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარაბაღის მიმდებარე რაიონში ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის მოქალაქე დაიღუპა

ნაღმის აფეთქება ყარაბაღში

აზერბაიჯანის ტერტერის რაიონში, სოფელ ტალიშში, რომელიც მთიანი ყარაბაღის მახლობლად მდებარეობს, ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. 

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე, რომელიც ამ ადგილის ოკუპაციის დროს სომხურმა ფორმირებებმა განათავსეს.

მთიან ყარაბაღში და მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შემდეგ უამრავი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ნაღმი და ჭურვი რჩება. სპეციალისტების გათვლებით, ტერიტორიის სრულ განაღმვას 15 წელი შეიძლება დასჭირდეს.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.