მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარაბაღზე საუბრისას, პუტინმა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება გაიხსენა

ვლადიმერ პოუტინი ყარაბაღზე და საქართველოზე

სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის არაღიარება აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის დროს მნიშვნელოვანი ფაქტორი  იყო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

„მთიანი ყარაბაღის აღიარება-არაღიარების საკითხი შეიძლება სხვადასხვაგვარად განვიხილოთ, მაგრამ ეს კონფლიქტის დროს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის არაღიარებას მოვლენათა მსვლელობაზე თავის დაღს ასვამს“ - განაცხადა პუტინმა.

მან ასევე გაიხსენა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი და საქართველოს წინა ხელისუფლების ქმედებას „დანაშაული“ უწოდა. „რუსეთის სამშვიდობო ძალებზე განხორციელებული დარტყმები იყო დანაშაული. ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რაც მოსახლეობის ნების დადასტურება იყო“ - განაცხადა პუტინმა.

პუტინი რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ყირიმის მოსახლეობის ნებას დაეთანხმა და ყირიმი რუსეთს მიუერთა.