მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქარიშხალმა „ლაურამ“ ლუიზიანაში ქიმიური ხანძარი გამოიწვია

ქიმიური ხანძარი

ქარიშხალმა „ლაურამ“, რომელიც ახლა აშშ-ში ლუიზიანას და ტეხასს უტევს, 3 ადამიანი იმსხვერპლა.

CNN-ის ინფორმაციით, სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ის მე-4 კატეგორიის ქარიშხლად მიიჩნიეს.

ABC ნიუსის ცნობით, ქარიშხალმა ლუიზიანას შტატში ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი ქარხნიდან -BioLab-დან ქლორის გაჟონვა გამოიწვია, რასაც ხანძარი მოჰყვა.

გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენის, კონდინციონერის გათიშვისა და ფანჯრების დახურვისკენ მოუწოდებს.