მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კერძო ექსპერტი: ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა

პოლიციელი ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერს

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია, იგივე სუნთქვის გაძნელება, გახდა. ამის შესახებ ოჯახის მიერ დაქირავებულმა კერძო ექსპერტმა მაიკლ ბადენმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამედიცინო ექსპერტის მტკიცებით, ჯორჯ ფლოიდს პოლიციელის მიერ კისერზე მუხლის მიბჯენის შედეგად ასფიქსია განუვითარდა, რა დროსაც ტვინს ჟანგბადი შეფერხებით მიეწოდება. აღნიშნული დასკვნა ოფიციალური ექსპერტიზის შედეგს ეწინააღმდეგება.

შეგახსნებთ, რომ დავაკების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მიმართ პოლიციამ ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. დაკავების კადრების ინტერნეტში გავრცელებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.