მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხმების გადათვლის შემდეგ ჯორჯიაში ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა

პრეზიდენტობის კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი

აშშ-ის ჯორჯიის შტატში ხმების ხელახალი დათვლის შემდეგ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატის ჯო ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა. ხელით გადათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ბაიდენმა დონალდ ტრამპს ამ შტატში  12670 ხმით მოუგო. ამის შესახებ BBC იუწყება.

ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა ბრედ რაფენსპერგერმა განაცხადა, რომ ბაიდენის გამარჯვება ჯორჯიის შტატში ოფიციალურად დადასტურდა.

ბოლო ინფორმაციით, 3 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში შეერთებული შტატების მასშტაბით ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპზე 5,9 მლნ-ით მეტი ხმა მიიღო. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა - 232 ხმა. ამომრჩეველთა კოლეგიის სხდომა 14 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.