მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დადასტურდა

კარანტინი იტალიაში

Worldometers-ი იმ ხუთი ქვეყნის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. 

✔️ ამერიკის შეერთებული შტატები - ქვეყანაში ბოლო 24 საათში 234 419 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

✔️ ინდოეთი - კოვიდინფექცია 15 677 ადამიანს დაუდგინდა.

✔️ ბრაზილიაში - გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 68656 ადამიანს დაუდასტურდა.

✔️ რუსეთის ფედერაცია - ვირუსი 24 763 ადამიანს დაუდგინდა.

✔️ დიდი ბრიტანეთი - მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ზე დადებითი პასუხი 48 682-მა ადამიანმა მიიღო.

კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან ერთი წლის თავზე, 15 იანვრის მონაცემებით ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 2 მილიონი გახდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 93 მილიონი, ხოლო 66-მა მილიონმა ადამიანმა კოვიდინფექციის დამარცხება შეძლო.