მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევში საპროტესტო აქციის მონაწილეები ზელენსკის სახლთან მივიდნენ

ზელენსკის პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სახლთან გადაინაცვლეს.

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა კიევში, პრეზიდენტის სახლთან გადაინაცვლეს.

მიტინგი სახელწოდებით „შეაჩერე რევანში“ დღეს, 24 მაისს დამოუკიდებლობის მოედანზე დაიწყო. აქცია ინიციატივის „არა კაპიტულაციას“ ფარგლებში გაიმართა. პოლიციამ დედაქალაქის ცენტრში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

„შეაჩერე რევანშის“ მონაწილეებს ზელენსკის მიმართ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ:

შეწყდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საბოტაჟი და განახლდეს უკრაინის ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოება; ოლიგარქები ჩამოშორდნენ სახელმწიფო მმართველობას, მათ შორის ანდრეი ერმაკი და სხვა კორუფციონერები; გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები და აუნაზღაუროს უკრაინას ზარალი; გაათავისუფლოს დაუსაბუთებლად დაკავებული მოხალისეები და შეწყდეს პატრიოტთა პოლიტიკური დევდა.

აქციის მონაწილეებმა ზელენსკის სახლთან შეასრულეს უკრაინის ჰიმნი და პრეზიდენტის სახლის ღობეზე ჩამოკიდეს პლაკატი წარწერით - „ზელენსკის წელი - რევანშის წელი“. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა გააჟრეღეს პოლიტიკური ლოზუნგები. აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა.

ზელენსკის ინაუგურაცია 2019 წლის 20 მაისს გაიმართა. პრზიდენტის ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ერთ ვადაში ყველა დანაპირების შესრულებას ვერ მოასწრებს, ამიტომ, მეორე ვადაზე ფიქრობს, თუმცა, საარჩევნო კამპანიის დროს ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ ერთი ვადით აპირებდა პრეზიდენტობას. ზელენსკის თქმით, ის ყველაფრით კმაყოფილი არ არის, რაც ერთწლიანი მუშაობის შედეგად მიიღო.