მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიმ ჩემ ინი ჩრდილოეთ კორეის სახალხო პარტიის ლიდერად აირჩიეს

კიმ ჩენ ინი კორეის სახალხო პარტიის გენ. მდივანი

ჩრდილოეთ კორეის სახალხო პარტიის გენერალურ მდივნად კიმ ჩემ ინი აირჩიეს. ამის შესახებ asia.nikkei.com იუწყება. 

მანამდე კიმ ჩენ ინი სახალხო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. კიმ ჩენ ინამდე პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა მის მამას კიმ ჩენ ირს და ბაბუას, კიმ ირ სენს ეკავათ.

კიმ ჩენ ინი ასევე ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია და არმიის მარშალი. სამხრეთ კორეის სააგენტო „რენჰაპის“ ინფორმაციით, კიმა ჩენ ინის ახალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ფხენიანში სამხედრო აღლუმი გაიმართა.

🔆 კიმ ჩენ ინი 5-წლიანი ეკონომიკური გეგმის ჩავარდნაზე საუბრობს

🔆 კიმ ჩენ ინი აშშ-ს „მთავარ მტერს“ უწოდებს