მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიმ ჩენ ინი აშშ-ს „მთავარ მტერს“ უწოდებს

კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ამერიკის შეერთებულ შტატებს "მთავარ მტერს" უწოდებს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ჩრდილოკორეელი დიქტატორი უფრო თანამედროვე ბირთვული იარაღის შექმნის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ვაშინგტონის მტრული პოლიტიკა არ შეიცვლება იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება ამერიკის სათავეში.

„აშშ ჩვენი მთავარი დაბრკოლებაა და მთავარი მტერია ჩვენი ინოვაციური განვითარების გზაზე. ჩვენ ეს დაბრკოლება უნდა დავძლიოთ. მთელი ჩვენი საგარეო პოლიტიკა ამაზე უნდა იყოს მიმართული. ვინც არ უნდა იყოს აშშ-ის ხელისუფლებაში, მათი ფუნდამენტური პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ არ შეიცვლება“ - განაცხადა კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის ყრილობაზე.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ბირთვულ იარაღს ბოროტად არ გამოიყენებს, მაგრამ მან უნდა გააძლიეროს ბირთვული არსენალი, რათა აუცილებლობის შემთხვევაში საპასუხო და წინმსწრები დარტყმა განახორციელოს. კიმ ჩენ ინმა ასევე ისაუბრა ჰიპერზებგერითი იარაღის, საკონტინენტაშორისო რაკეტების, ჯაშუში თანამგზავრების და დრონების განვითარების აუცილებლობაზე.

იხილეთ აგრეთვე:

🔒 კიმ ჩენ ინი 5-წლიანი ეკონომიკური გეგმის ჩავარდნაზე საუბრობს

🔒 კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეელი ჩინოვნიკის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის