მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეელი ჩინოვნიკის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი

ჩრილოდეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეელი ჩინოვნიკის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის. ამის შესახებ BBC წერს.

კიმმა სამხრეთ კორეის ლიდერს მუნ ჯე ინს უთხრა, რომ ასეთი „სამარცხვინო ამბავი“ არ უნდა მომხდარიყო.

ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთ კორეის მოქალაქე მოკლეს.

საუბარია სახრეთ კორეის ოკეანის და თევზჭერის სამინისტროს თანამშრომელზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში გაუჩინარდა.

სეულის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა 47 წლის კაცი მოკლეს, ხოლო ცხედარი დამალეს. სამხრეთ კორეა ფხენიანისგან განმარტებებს და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს.